ნებისმიერი კომპიუტერის მფლობელისთვის 2009-12-13
კომპიუტერის მუშაობას მუდამ თან ახლავს გარკვეული ხარვეზები, რაც ძირითადად ოპერაციული სისტემის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. დროთა განმავლობაში ნებისმიერი სისტემა, მიუხედავად იმისა თუ როგორ მოვიხმართ მას, გამოდის მწყობრიდან და საჭიროებს ხელახალ ინსტალაციას. ეს პროცესი კი თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე ეტაპს (ნაბიჯს), რომელთა ქრონოლოგიური და სწორი შესრულება, შემდგომში განაპირობებს კომპიუტერის, კერძოდ მისი სისტემის, გამართულ და ხანგრძლივ ფუნქციონირებას. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ ჩვენი – “WinInstall” ჯგუფი და დაკონტაქტებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მოგემსახურებით ბინაზე მისვლით – ჩვენი მომსახურების პაკეტების მიხედვით. ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ მობილურზე 855 78 92 72

ჩვენს შესახებ 2009-12-19
“WinInstall” - გახლავთ კომპიუტერული მომსახურების ჯგუფი, რომელიც ამ ეტაპზე კონცენტრირდება ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაზე. ჯგუფი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალით, რომელიც პასუხისმგებელია შემოგთავაზოთ მაქსიმალურად ხარისხიანი და საიმედო მომსახურება. ჩვენ წარმატებით საქმიანობას ვეწევით 2009 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული და სამომავლოდ ვგეგმავთ სხვა კომპიუტერული სერვისების შეთავსებასაც, რომლებიც ამ დროისთვის მზადების პროცესშია. მოცემული მომენტისთვის კი დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს ერთს, რომ “WinInstall” ჯგუფი არის ის, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ!

WinInstall Group